„ისთ ფოინთში“ „ელიტ ელექტრონიქსის“ უახლესი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
საქართველო, თბილისი - 15:51 | 14.01.2016 ნანახია: 3053
„ისთ ფოინთში“ მსოფლიოში წამყვანი ბრენდების ტექნიკა, უნიკალური კონცეფცია, ექსკლუზიური ტექნიკა და მომსახურების უმაღლესი სტანდარტი - ეს ყველაფერი „ელიტ ელექტრონიქსმა“ ერთ სივრცეში გააერთიანა და ტექნიკის ყველაზე დიდი მაღაზია გახსნა.
როგორც კომპანის „ელიტ ელექტრონიქში“ აცხადებენ, მაღაზია არა მხოლოდ მასშტაბით, არამედ უნიკალური კონცეფციით არის გამორჩეული.
„ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს ტექნიკის საუკეთესო ბრენდების ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში. ამასთან ერთად, პირველად საქართველოში „ელიტ ელექტრონიქსმა“ წარმოადგინა Live Kitchen- სამზარეულოს ზონები, სადაც შეფმზარეულები მომხმარებლისთვის კულინარიულ შედევრებს შექმნიან”, აღნიშნა „ელიტ ელექტრონისის“ გერერალურმა დირექტორმა ლადო ჯობავამ.
მაღაზიის გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ - „ელიტ ელექტრონიქსის“ საკონტროლო პაკეტის მფლობელი შაულ ზილბერშტეინი, მაიქლ სშოლჰორნი - BSH-ის საბჭოს წევრი და „სამსუნგის“ კავკასიის პრეზიდენტი, რა.
მაიქლ სშოლჰორნის განმარტებით, „ელიტ ელექტრონიქსი“ არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი BSH ჯგუფის (Siemens, Bosch, Gagenau) კავკასიაში.
„ჩვენ უკვე თითქმის 20 წელია პარტნიორები ვართ, როგორც რითეილის, ასევე ყიდვის შემდგომი მომსახურების კუთხით და ეს თანამშრომლობა ყოველ წლიურად უფრო მჭიდრო ხდება რასაც მივესალმებთ. მეტად მნიშვნელოვანია ბიზნესში სანდო პარტნიორის ყოლა, რომელიც ბაზრის უპირობო ლიდერია“, განაცხადა მაიქლ სშოლჰორნმა.
საქართვეკლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სასამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო ცეცხლაძის განმარტებით, „ელიტ ელექტრონიქსში“ ახალი დამატებითი სერვისების დანერგვა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთანაცაა დაკავშირებული.
„როგორც ცნობილია „ელიტ ელექტრონიქსი“ დიდი ხანია მოღვაწეობს ბაზარზე და მომხმარებელს საკმაოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. მინდა ვუთხრა „ელიტ ელექტრონისის“ ყველა მომხმარებელს, რომ მათ აქ სასიამოვნო სიურპრიზი დახვდებათ. მაღაზია არის ახალი კონცეფციით შექმნილი და ის დამატებითი სერვისები, რომელსაც „ელიტ ელექტრონიქსი“ მომხმარებელს სთავაზობს დაკავშირებულია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან“, აღნიშნა „ისთ პოინტში“ „ელიტ ელექტრონისის“ ახალი მაღაზიის გახსნისას საქართვეკლოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სასამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ცეცხლაძემ.
მაღაზიაში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი ბრენდების - Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს, Philips-ის, Hitachi-ს, Samsung-ის, Apple-ის, LG-ის, Sony-ს, Acer-ის და Lenovo-ს შოურუმები.
ასევე მომხმარებელს საშუალება ექნება ამ მაღაზიაში „ბოშისა“ და „სიმენსის“ სამზარეულოს ტექნიკის ყველაზე მაღალი კლასის ექსკლუზიური მოდელები შეიძინონ.
აღსანიშნავია, რომ „ელიტ ელექტრონიქსი“ არის საქართველოში, Bosch-ის, Siemens-ის, Gorenje-ს, Hitachi-ს ექსკლუზიური წარმომადგენელი, Samsung-ის ოფიციალური რითეილ პარტნიორი და Apple-ის ავტორიზებული წარმომადგენელი.
„ელიტ ელექტრონიქსის“ მაღაზიაში მომხმარებლისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოა შექმნილი.
„ელიტ ელექტრონიქსში“ შესაძლებელია ასევე ბავშვთა გასართობი სივრცით სარგებლობა.
ელიტ ელექტრონიქსი საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე 20 წელია მოღვაწეობს და მისი მიზანია მიაწოდოს თანამედროვე და ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებელს, ასევე შეუქმნას მათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო ტექნიკის შესაძენად, გაუწიოთ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია და ბაზარზე მუდამ ინოვაციური პროექტებით წარდგეს. ელიტ ელექტრონიქსი დღესდღეობით ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დიდი სავაჭრო ქსელითაა წარმოდგენილი. საუკეთესო პროდუქტი, ფართო და მუდმივად განახლებადი ასორტიმენტი, საგარანტიო და გაყიდვის შემდგომი მომსახურება, შეძენილი ნივთის ადგილზე მიტანა და მომსახურების მაღალი დონე - ყოველივე ეს განაპირობებს, ელიტ ელექტრონიქსის დღევანდელ სახელსა და ლიდერის ადგილს საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზე.
პოლიტიკა
- სრული ბოდვაა, ქვეყნის შიგნით რა კანონებია საჭირო, ხელისუფლება გადაწყვეტს - კახა კალაძე „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშზე
- მინდა, ვუთხრა რეჟიმის ყველა მსხვერპლს - თქვენ მოიპოვეთ ახალი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ამ რეჟიმმა პასუხი აგოს სამართლებრივად ყველა დარღვევაზე - სალომე სამადაშვილი
- ეუთო-ს რეკომენდაციები ან უნდა შესრულდეს, ან დადგება ანგარიშში აღწერილი პოლიტიკური და სამართლებრივი შედეგები - ლონდა თოლორაია
- „მოსკოვის მექანიზმით“ გათვალისწინებულ რეკომენდაციებს არ შევასრულებთ, ჰააგის სასამართლო არ გვაშინებს, პირიქით, მათ სასამართლოდ გადავაქცევთ - თენგიზ შარმანაშვილი
სამართალი
- კახეთში ახალგაზრდა კაცს თანხის გამოძალვის მიზნით, პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში გაუვრცელეს, რის შემდეგაც მან თავი მოიკლა - დაკავებულია 2 პირი
- თბილისში უცხო ქვეყნის მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ
- დააკავეს 4 არასრულწლოვანი, რომელთაც აფთიაქებიდან და მაღაზიიდან პროდუქცია გაიტაცეს
- თინა ხიდაშელი და გუბაზ სანიკიძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს
მსოფლიო
- სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ბელარუსის მიერ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულების გამოძიება დაიწყო - Reuters
- ჩვენ მთლიანად ვანადგურებთ ირანის ტერორისტულ რეჟიმს, ნახეთ, რა დაემართებათ დღეს ამ შეშლილ ნაძირლებს, მე, როგორც აშშ-ის პრეზიდენტი, ვკლავ მათ, დიდი პატივია ამის გაკეთება - დონალდ ტრამპი
- ერაყში, სამხედრო ბაზაზე დრონების თავდასხმის შედეგად ერთი ფრანგი სამხედრო დაიღუპა და ექვსი დაიჭრა
- ევროკავშირის სანქციები იმ ადამიანებზეც უნდა გავრცელდეს, ვინც პასუხისმგებლები არიან საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე - მალგოჟატა გოშევსკა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა
- საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებისთვის ემზადება

















