2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 12,8%-ით გაიზარდა
საქართველო, თბილისი - 14:18 | 13.01.2016 ნანახია: 1938
2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1036,1 ათასი ტონა, რაც 132.6 ათასი ტონით ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა).
მათ შორის, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 441.0 ათასი ტონა (67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 595.1 ათასი ტონა (65,5 ათასი ტონით მეტი 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით, საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 297,3 ათასი ტონა ანუ 67,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 134,2 ათასი ტონა ანუ 30,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,5 ათასი ტონა ანუ 2,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 251,3 ათასი ტონა ანუ 42,2%, L-62 დიზელის საწვავი - 342,3 ათასი ტონა ანუ 57,5%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,3%.
„ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა – 24,6%; ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა – 17,2%; რუსეთი - 101,8 ათასი – 9,8%, თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა – 8,3%, საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა– 8,2%; ისრაელი - 8,0 ათასი ტონა ანუ 0,8% და სხვ“, აცხადებენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.
გაერთიანების ინფორმაციითვე, 2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 86,4 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 9,2 ათასი ტონით ანუ 10.6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 85,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.
2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
პოლიტიკა
- წელს ევროპის დღე საქართველოში მხოლოდ საზეიმო აღნიშვნა არ არის, ეს შეხსენებაა, რომ ევროპა ყოველთვის საქართველოს ისტორიის ნაწილი იყო - პაველ ჰერჩინსკი
- გამაგებინეთ, 26 მაისის აქცია არის თუ არა, ზუსტად რომ იცოდეთ, სამწუხაროდ, 26 მაისს არანაირი კამპანია არ გაქვთ, არანაირი აქტიურობა არ არის - ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას
- ნიკა გვარამია განმარტავს, სად მიდის თანხა, რომელსაც მოსახლეობა გაძვირებული ელექტროენერგიისთვის იხდის
- ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქიდან თავისუფალი მედიის მკვლელები თავს წარმოაჩენენ მედიის ჭირისუფლებად - შალვა პაპუაშვილი
საზოგადოება
- „თეგეტა“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქციას შეუერთდა
- PSP-ს კამპანიამ "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
- “390 000-ზე მეტი ბავშვი რეგისტრირებულია სოციალურად დაცვის ბაზაში და აქედან - 270 000 იღებს შემწეობას”
- PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
სამართალი
- პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
- "რუსთავი -2"-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
- რაჭაში დააკავეს პირი, რომელმაც სტუმრად ყოფნისას, ცოლ-ქმარს ცივი იარაღის მუქარით მათ სახელზე რეგისტრირებული საცხოვრებელი ბინის გადაფორმება და თანხა მოსთხოვა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და მიიმალა
- არასრულწლოვნები თბილისში სასურსათო მაღაზიებსა და სააფთიაქო ქსელებს ძარცვავდნენ, ერთ-ერთმა, ასევე, გაძარცვა ტაქსის მძღოლი და მის ნივთებს, მათ შორის საბანკო ბარათებს დაეუფლა - დაკავებულია 4 პირი
მსოფლიო
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
- პუტინის არმიამ აპრილში, უკრაინაში 120 კმ²-ით უკან დაიხია, დროა, კრემლმა თვალები გაახილოს და თავისი გაუმართლებელი და აგრესიული ომი დაასრულოს - ჟან-ნოელ ბარო
- ირანი შერცხვენილია, ის ჰორმუზის სრუტის კონტროლს ვერ ახერხს - პიტ ჰეგსეტი
- სომხეთი სამხრეთ კავკასიასთან ჩვენი ურთიერთობის მთავარი საყრდენია - კაია კალასი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „საუკეთესო სანახაობა შენ წინაა“ - Steelcraft-მა ახალი კამპანია დაიწყო
- საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
- 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში - „თეგეტა მოტორსში“ AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
- „გოგოების გზა ტექნოლოგიებში“ - „თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს ქალთა ორგანიზაციის საერთაშორისო კონფერენციას შეუერთდა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















