შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის
საქართველო, თბილისი - 15:24 | 16.05.2019 ნანახია: 1425
საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, საქართველოს ფოსტის და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“. შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ვიქტორ შახტერი, ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი, ორმოცდაათ წლიანი გამოცდილებით. შეხვედრაზე განხილული იქნა დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება. სწორედ ვიქტორ შახტერის ინიციატივით და ჩართულობით მოხდა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის რეფორმის ხელშეწყობა და ჩამოყალიბება ხორვატიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ბულგარეთში და მალაიზიაში. 2008 წელს ვიქტორ შახტერი აღიარებული იქნა კალიფორნიის შტატის წლის იურისტად, მის მიერ სამართლის სფეროში გატარებულ რეფორმებში მონაწილეობისა და მედიაციის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის. იგი არის FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციის რომელიც აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს მედიაციის ცენტრების დაფუძნებას და მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.
„შეხვედრა საქართველოს ფოსტის თანაინიციატივით გაიმართა, მისი მიზანია ქართულ ბიზნესს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ბიზნეს დავების სასამართლო გზით განხილვას საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი მაინც არ დადგეს. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს კონფლიქტის ეფექტიანად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო პროცედურა შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით დავის მოგვარება მეტად ეფექტურია, რადგან საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე, იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხის და დროის დაზოგვით. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო მეტად სწრაფი, ეფექტური და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის გადაწყვეტისთვის, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია რომ აღნიშნული მოდელი მეტად ეფექტური იქნება ნებისმიერი საწარმოსთვის და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება უფრო სწრაფად შევძლებთ მის ამუშავებას“ - განაცხადა საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.
მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც უწოდებენ როგორც “დავის ალტერნატიული გადაწყვეტა” ADR (Alternative Dispute Resolution). მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი - მედიატორი - დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების პირობებზე გავლენას არ ახდენს. ის მედიაციის პროცესს უძღვება და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება შეთანხმებას მიაღწიონ უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში ვიდრე ისინი შეძლებდნენ დამოუკიდებლად. მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი შეხვედრის შემდეგ ან ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.
დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებმა სამოქალაქო და კომერციული დავების დროს ადგილი დაიმკვიდრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში მედიაცია გახდა სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ნაწილი. შესაბამისი ნორმატიული აქტები იქნა მიღებული აშშ-ში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიაში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე ფართო განვითარება ჰპოვა მედიაციამ აზიის ქვეყნებში ექსპერტთა დასკვნით, ჩინეთში დავათა 30 % წყდება მედიაციის საშუალებით.
პოლიტიკა
- არსებული ურთიერთობების გათვალისწინებით, საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარს - ირაკლი კობახიძე
- ჩვენთვის მთავარია, მშობლებმა, საზოგადოებამ ნახონ საქართველოს ხელისუფლების ზრუნვა ბავშვებზე, რაც შეეხება რადიკალების ჯგუფს, მორალი მათთვის არ მოქმედებს, სიკეთესაც ზიზღით აკეთებენ - პაპუაშვილი
- საქართველოში ხორბლის იმპორტი ფაქტობრივად 100%-ით ჩამოკიდებულია რუსეთზე, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიების 20%, სამხედრო ბაზები აქვს და უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში გენოციდი აქვს ნაწარმოები - თაზო დათუნაშვილი
- რუსთავში არასრულწლოვანმა კაცი მოკლა
საზოგადოება
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
- კამპანია "ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ" - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მსოფლიო
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
- უნგრეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემას აჩერებს
- პეტერ მადიარი აცხადებს, რომ მზადაა მომავალ კვირაში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
- „თეგეტა მოტორსი“ კამპანია „გაიარე მეტის“ ფარგლებში ავტო და მოტოპროექტების მხარდამჭერია
- „ქალი მართავს“ - „თეგეტას“ კამპანიამ KIAF-ის 11 ჯილდო მოიპოვა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















