19 მაისს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება
საქართველო, თბილისი - 11:20 | 21.03.2019 ნანახია: 979
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები დანიშნა. შესაბამისი განკარგულება კომისიის წევრებმა 20 მარტს გამართულ სხდომაზე მიიღეს. არჩევნები მიმდინარე წლის 19 მაისს გაიმართება და ჩატარდება 31 საარჩევნო უბანზე, სადაც საერთო ჯამში რეგისტრირებულია 43 868 ამომრჩეველი.
როგორც ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, „სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა და ასევე ვადები არჩევნებში ჩართული მხარეებისათვის, მათ შორის საინიციატივო ჯგუფებისთვის და დაადგინა საინიციატივო ჯგუფების მიერ წარსადგენი კანდიდატისთვის საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობა. მაჟორიტარი კანდიდატის წარდგენა უნდა იყოს დადასტურებული არანაკლებ 439 ამომრჩევლის ხელმოწერით, რაც არის მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების ერთი პროცენტი.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 20 მარტიდან პოლიტიკურ პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს შეუძლია განცხადებით მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს რეგისტრაციის გავლის მიზნით და მომართვის ბოლო ვადა არის 23 მარტი. გარდა ამისა მედიასაშუალებებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უკვე აქვთ შესაძლებლობა აკრედიტაციის გავლის მიზნით მიმართონ შესაბამის საარჩევნო ადმინისტრაციას.“
ანა მიქელაძემ მედიასთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ ცესკო გეგმავს, 19 მაისს ჩაატაროს მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები. „სხდომაზე ცესკომ განსაზღვრა მერების რიგგარეშე არჩევნებისთვის და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის ზოგიერთი პროცედურა და ვადები. მოგეხსენებათ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ეს ორივე არჩევნები, ასევე უნდა გაიმართოს მაისის თვეში, თუმცა მათი დანიშვნის თარიღი და შესაბამისი ვადები არის განსხვავებული. ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია გეგმავს, რომ მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნები ჩატარდეს ზუსტად იმ დროს, როდესაც ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები, ანუ 19 მაისს,“ - განაცხადა მიქელაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















