საფრანგეთის საჰაერო ძალებმა ISIS - ის წინააღმდეგ ავიადარტყმების მეორე სერია განახორციელეს

საქართველო, თბილისი - 11:47 | 17.11.2015
ნანახია: 1871

საფრანგეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიის ქალაქ რაკაში ავიადარტყმების მეორე სერია განახორცილეს. ამის შესახებ საფრანგეთის გენერალურ შტაბში განაცხადეს.

”ბოლო 24 საათის განმავლობაში ფრანგმა სამხედროებმა მეორედ განახორციელეს ავიაიერიში ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ სირიის ქალაქ რაკაში”, - აღნიშნულია გენშტაბის განცხადებაში.

ავიაიერიშის შედეგად განადგურებულია ტერორისტების საწვრთნელი ბაზა და სამეთაურო პუნქტი.

პარიზში ტერაქტების საპასუხოდ 16 ნოემბრის ღამეს საჰაერო ძალებმა ”ისლამური სახელმწიფოს” პოზიციებზე პირველი მასირებული ავიაიერიშები მიიტანეს. ოპერაციაში 10 გამანდგურებელი მონაწილოებდა.

სირიის ტერიტორიაზე ქალაქი რაკა ”ისალმური სახელმწიფოს” მთავარ დასაყრდენს წარმოადგენს.

13 ნოემბრის ღამეს პარიზში მომხდარ ტერაქტებს 129 ადამიანი ემსხვერპლა, 400-მდე კი დაშავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე