მარადონას კუჭის ოპერაცია გაუკეთეს

საქართველო, თბილისი - 11:18 | 17.11.2015
ნანახია: 1784

ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს დიეგო მარადონას კუჭის შუნტირების ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს მეორე ოპერაციაა, რომელიც ფეხბურთელს ვენესუელის ერთ-ერთ კლინიკაში ჩაუტარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია არგენტინის ნაკრების ყოფილ კაპიტანს წონაში დაკლებაში უნდა დაეხმაროს. ექიმების თქმით, ფეხბურთელის ამჟამინდელი წონა დაშვებულ ნორმას 75 კილოგრამით აჭარბებს, რაც შესაძლოა ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების მიზეზი გახდეს. დაახლოებით 10 წლის წინ მარადონას მსგავსი ოპერაცია უკვე გაუკეთდა.

ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ფეხბურთელს დიდი ხნის წინ დაეწყო. 2004 წელს ის კუჭისა და გულის პრობლემების გამო ორჯერ მოხვდა რეანიმაციის განყოფილებაში. 2000 წელს მარადონას კოკაინის ჭარბი დოზის მიღების შედეგად გულის სერიოზული უკმარისობა აღენიშნებოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე