საქართველოს პრემიერი აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:08 | 18.09.2015
ნანახია: 3246

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტს შეხვდა. მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში ბიზნესსექტორისთვის არსებულ ხელსაყრელ პირობებზე, ქვეყნის სტრატეგიულ გეოგრაფიულ მდებარეობასა და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე. 

აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, სადაც აზიის ბანკი პროექტების განხორციელებას დაიწყებს. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე