ვითიბი ბანკი მომხმარებელს Pay Sticker -ს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 16:34 | 02.11.2015
ნანახია: 2740

ვითიბი ბანკმა კლიენტებს უკონტაქტო გადახდის კიდევ ერთი პროდუქტი შესთავაზა. Pay Sticker არის ინოვაციური გადახდის საშუალება, რომელიც შესაძლებელია მიეკრას მობილურ ტელეფონს ან სხვა ნებისმიერ ნივთს, ხოლო გადახდა მისი ტერმინალთან მიახლოებით ხორციელდება. 45 ლარამდე ტრანზაქცია არ საჭიროებს პინ კოდით დადასტურებას.

Pay Sticker-ის შეძენისას მომხმარებელი აბამს მას, ვითიბი ბანკის სადებეტო ან საკრედიტო ბარათს და გადახდისას იყენებს იმ თანხას, რომელიც ბარათის ანგარიშზე აქვს განთავსებული. Pay Sticker -ით გადახდა შესაძლებელია ყველგან, სადაც განთავსებულია ვითიბი ბანკის ან სხვა ბანკების უკონტაქტო გადახდის ტერმინალები.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე