ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას აშშ-ის საელჩოსთან მართავენ

საქართველო, თბილისი - 12:17 | 27.03.2017
ნანახია: 936

,,ბავშვთა სამყაროს“ ხანძრის შედეგად დაზარალებულები აქციას აშშ-ის საელჩოსთან მართავენ. მათი თქმით, საკრებულოს დეპუტატმა რიმა ბერაძემ განუცხადა, რომ თუ აქციებს არ შეწყვეტენ, საკრებულოსგან დაპირებულ 3000 ლარსაც ვეღარ მიიღებენ.

აქციის მონაწილეეები ხელისუფლებასთან შეუამდგომლობას აშშ-ის ელჩისგან მოითხოვენ და აცხადებენ, რომ ზარალის სრულ ანაზღაურებამდე პროტესტს გააგრძელებენ. აშშ-ის საელჩოსთან დღეს ისინი ინგლისურენოვანი ტრანსპარანტებით და ხელბორკილებით მივიდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე