თიბისი ბანკმა ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს შეხვედრას უმასპინძლა
საქართველო, თბილისი - 14:17 | 26.10.2015 ნანახია: 2731
თიბისი ბანკში ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) და მისი წევრი კომპანიების წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს, დიმიტრი ქუმსიშვილს შეხვდნენ. შეხვედრას თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბადრი ჯაფარიძეც დაესწრო.
შეხვედრაზე მხარეებმა ბიზნესში არსებულ გამოწვევებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს. კომპანიების წარმომადგენლებმა მინისტრს საკუთარი ხედვებიც გააცნეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა 2015 წლის 24 ნოემბერს ჰააგაში დაგეგმილი საქართველო-ნიდერლანდების ბიზნესფორუმის მზადების პროცესი იყო, ასევე განიხილეს 2016 წელს გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ღონისძიებებიც.
„ასეთი ტიპის სამუშაო შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ბიზნესმა იცოდეს, რა გეგმები აქვს ეკონომიკის სამინისტროს, რა რეფორმების განხორციელებაა დაგეგმილი და რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ის იმისთვის, რომ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა გაიზარდოს. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა იცოდნენ, რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი, თუ, რათქმაუნდა, არსებობს ასეთი პრობლემა და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება. მთავრობისა და ბიზნესის ასეთი კოორდინირებული მუშაობა აუცილებელია, მითუმეტეს ისეთ რთულ გარემოში, როგორშიც საქართველოა,“ - აცხადებს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი, ბადრი ჯაფარიძე.
„კერძო სექტორთან გახსნილი ურთიერთობა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია - დისკუსიების დროს შესაძლებელია ბევრი საჭირბოროტო საკითხის განხილვაც და გადაწყვეტაც. ჩემი სურვილი იყო, რომ ასოციაციის წევრებისათვის მიმეწოდებინა ინფორმაცია ეკონომიკაში არსებულ ვითარებაზე, ასევე ბოლო სამი წლის მიღწევებზე. მეორე მხრივ, მოვისმინე კომპანიების წარმომადგენელთა ხედვები და მოსაზრებები, რაც ასევე აუცილებელია მომავალში კოორდინირებული მუშაობისათვის“ - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი.
შეხვედრას EUGBC-ის 30 წევრი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.
პოლიტიკა
- სიმართლე არაა „ოცნების“ განცხადება, რომ ევროპარლამენტის გადაწყვეტილება ზღუდავს თავისუფალ მედიას, ეს ტელევიზიები დეზინფორმაციას ავრცელებენ - გიორგი შარაშიძე
- სპეცრაზმელების დაკავება ცალსახად კავშირშია აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წარმომადგენლის ვიზიტთან, სავარაუდოდ, ცდილობენ ამერიკელებს მიყიდონ, რომ მოძალადეები დააკავეს - ზურაბ ჯაფარიძე
- ჩვენ გვაქვს ჩვენი ხელწერა, ამბიცია, რომ ვიმოქმედოთ ევროპულზე და ამერიკულზე მაღალი სტანდარტით - ირაკლი კობახიძე ძალოვანების დაკავებაზე
- 300 ათასი ქართველი რომ არა, არანაირი ევროკავშირი და ევროპის დღე არ იარსებებდა - პაპუაშვილი
საზოგადოება
- 17 მაისს შიო მესამე სამებაში პირველ სადღესასწაულო წირვას აღავლენს
- PSP-ს მარკეტინგის დირექტორი - ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
- ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
- თანამდებობის პირთა მოადგილეები სახელფასო დანამატებსა და ფულად ჯილდოებს მიიღებენ
მსოფლიო
- სი ძინპინი შემოდგომაზე ვიზიტით აშშ-ში ჩავა
- კიევში, რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი ბავშვია, დაშავებულია 44, კიდევ 20-ს ეძებენ
- უკრაინის ძალებმა დაარტყეს იაროსლავლში ნავთობობიექტს, რომელიც საზღვრიდან 700 კილომეტრში მდებარეობს, უკრაინის "შორი მოქმედების სანქციები" გრძელდება - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, სამხედრო და სადაზვერვო ანგარიშების საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებებს შემდგომ ნაბიჯებზე - ვოლოდიმირ ზელენსკი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL – „თეგეტას“ პროექტი, რომელიც საქართველოში ნარჩენების მართვის სისტემას ცვლის
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
- "გაიარე მეტი" Bridgestone-თან ერთად - თბილისში "თეგეტა მოტორსის" მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
- „გაიარე მეტი“ – „თეგეტა მოტორსმა“ მომხმარებელს მაისში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















