აჭარაში, ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალო“ ვიზიტორებს ელოდება
საქართველო, თბილისი - 13:02 | 11.07.2016 ნანახია: 1821
აჭარაში ჩასულ ტურისტებს ამიერიდან ქემალ თურმანიძის ეთნოგრაფიული მუზეუმი "ბორჯღალოც“ მოემსახურება, რომელიც რამდენიმე დღეა რაც გაიხსნა და ვიზიტორების მოლოდიშია.
მუზეუმის შემქმნელი და დამფუძნებელი ქემალ თურმანიძე სხვადასხვა ეთნოგრაფიულ ნივთებს წლების განმავლობაში აგროვებდა.
დღეისათვის მისი მუზეუმმი 4000-ზე მეტ ექსპონატს აერთიანებს, საიდანაც 5 %-ი ნაჩუქარია, ხოლო 95%-ს მის მიერ შესყიდული, ან შექმნილი.
მუზეუმში შესვლა ვიზიტორისთვის 10 ლარი ღირს. ფასდაკლების აქცია მოქმედებს ბავშვებისთვის, სკოლის მოსწავლეებისთვის და სტუდენტებისთვის, რომელთათვისაც მუზეუმში შესვლის ღირებულება მხოლოდ 2 ლარია.
ქემალ თურმანიძე ამბობს, რომ ვიზიტორების მიერ გადახდილი საფასურით ის შესაბამის გადასახადებსაც იხდის და ცდილობს, რომ მუზეუმში დასაქმებულებს მცირედი ხელფასიც გადაუხადოს. მართალია ამ დროისათვის მუზეუმში მხოლოდ მისი ოჯახის წევრებია დასაქმერბული, თუმცა იმედი აქვს, რომ "ბორჯღალოს“ ცნობადობა გაიზრდება და მუზეუმს ვიზიტორებიც არ დააკლდება.
ქემალ თურმანიძე ამბობს, რომ დღეისათვის მუზეუმი საკუთარ თავს ვერ ინახავს, თუმცა ვიზიტორების ზრდის შემდგომ, იმედი აქვს რომ მუზეუმის მუშაობა რენტაბელური გახდება.
„ვიმედოვნებ, რომ მუზეუმი თავს შეინახავს. ის კი ვიცით, რომ შექმნილი მუზეუმი არ უნდა გავაუქმოთ და პირიქით, უნდა განვავიოთარიოთ“, აცხადებს „ბორჯღალოც“ დამაარსებელი.
ქემალ თურმანიძეს კარგად ესმის, რომ კერძო მუზეუმი სახელმწიფოსგან დაფინანსებას ვერ მიიღებს.
„ბიუჯეტისდან დაფინანსებას არც ველი და ვიცი, რომ ვერც მივიღებ. ეს კერძო მუზეუმია და ვერანაირი პროგრამა ვერ მოერგო“, აცხადებს თურმანიძე და დასძენს იმასაც, რომ დაფინანსება ვერც კომერციული ბანკებიდან მიიღო და ამიტომ საკუარი და მეგობრის სახლის ჩადება მოუხდა. ასევე სარგებლობის ლომბარდის მომსახურებითაც, სადაც საკმაოდ მაღალ პროცენრტებს იხდის.
თუმცა ეთნოგრაფიული მუზეუმის მოწყობაში სახელმწიფო დაეხმარა და შესაბამისი ფართი, სადაც შემდგომ მუზეუმის კონცეფცია განავითარა, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად მიიღო.
„ხშირად მეკითხებიან, თუ რატომ გამიჩნდა მუზეუმის შექმნის იდეა. მუზეუმის შექმნის იდეა ბოლო წლებში არ გამჩენია, ის მთელი სიცოცხლის მანძილზე მქონდა. დაახლოებით 1981 წლიდან დავიწყე სხვადასხვა ეთნოგრაფიული ნივთების შეგროვება. პროფესიით ხეზე კვეთის ოსტატი ვარ, თავდაპირველად ხის ნივთებს ვაგროვებდი. შემდეგ ჩავრთე კერამიკის ნივთები, შემდგომ სპილენძის ნივთების შეგროვებაც დავიწყე. როცა გარკვეული რაოდენობის ეთნოგრაფიული ნივთები დამიგროვდა და საზოგადოების მხრიდან ამ ნივთების დათვალიერების სურვილი გაჩნდა, გადავწყვიტე ნივთები პატარა სივრცეში გამომეფინა, თუმცა ინტერესი იმდენად დიდი იყო და მასალაც იმდენად ბევრი, რომ საჭიროებდა გაფართოებას.
მუზეუმში, 3000 კვ/მ-ზე წარმოდგენილია ხალხური რეწვის დარგები. მუზეუმში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისათვის, რომ მნახველს ამა თუ იმ დარგზე სწორი შეხედულება ჩამოუყალიბდეს. მუზეუმში განთავსებულ სხვადასხვა დარგობრივ კუთხეებს თან ერთვის შესაბამისი მუსიკალური გაფორმებაც“, განმარტავს ქემალ თურმანიძე.
აღსანიშნავია, რომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილია შემდეგი დარგები:
- ფეიქრობა, მეთუნეობა, ლითონის, ქვისა და ხის დამუშავება. შრომითი პროცესი ასახულია დარგების შესაბამისად ჩაცმული მანეკენებით, სამუშაო გარემოთი, იარაღ-ინვენტარით და გაფორმებული ხალხური მუსიკით.
- აგრარული მეურნეობა - მეფუტკრეობა, მეხილეობა, მიწათმოქმედება და მევენახეობა.
- საცხოვრებელი, სამეურნეო და ნაგებობები, წარმოდგენილი როგორც მაკეტებით, ასევე რეალური სახით.
- ბათუმში მოქმედ სალოცავთა მაკეტები.
- ქემალ თურმანიძის მიერ შესრულებული ხეზე კვეთილობის ნაკეთებობები.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















