ქვეყნის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები გაეროს სპეციალიზებულ უწყებაში გამოიფინა

საქართველო, თბილისი - 12:45 | 13.10.2015
ნანახია: 1639

ქართული ანბანი, ქართული ღვინის ჭურჭელი, ქართული ნაციონალური ტანსაცმელი, უნიკალური ლანდშაფტის ფოტოები, არქეოლოგიისა და ოქრომჭედლობის სამუზეუმო ნიმუშების მინაბაძები - ქვეყნის მთავარი ინტელექტუალური და კულტურული ღირებულებების ექსპოზიცია მიმდინარეობს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) წევრი სახელმწიფოების რიგით 55-ე ასამბლეის ფარგლებში.

გამოფენა, რომლის ორგანიზატორია ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და ისმო, 7 ოქტომბერს (2015 წ.), ჟენევაში, ისმო-ს გენერალურმა დირექტორმა ფრენსის გარიმ და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ საზეიმოდ გახსნეს.

ცერემონიაზე 188 ქვეყნის 1000-მდე დელეგატი იყო მოწვეული, რომელთაც მოისმინეს ქართული პოლიფონია ანსამბლ “რუსთავი”-ს შესრულებით, იხილეს მერაბ კოკოჩაშვილის ფილმი “ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი”, დააგემოვნეს ქართული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო და გეოგრაფიული აღნიშვნით დაცული ქართული ყველი და ტკბილეული. გამოფენა ისმო-ს საგამოფენო სივრცეში ორი კვირა გაგრძელდება, ხოლო ქართული ანბანი მუდმივ მოქმედ ექსპოზიციად დარჩება.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე