ხვალ, ვარშავაში ნატო-ს სამიტი იხსნება

საქართველო, თბილისი - 18:20 | 07.07.2016
ნანახია: 1724

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი ვარშავაში ხვალ იხსნება. ნატო-ს მაღალჩინოსნებისა და მსოფლიო ლიდერების ჩასვლამდე პოლონეთის დედაქალაქში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს, გამკაცრდა საზღვრის კონტროლიც.

წესრიგს ქუჩებში 6 ათასზე მეტი სამართალდამცველები და სამხედრო იცავს.

პოლიციელების განსაკუთრებული რაოდენობა ეროვნულს სტადიონთანაა მობილიზებული, სადაც სამიტი გაიმართება.

ვარშავის სამიტში მთელი მსოფლიოდან 50-ზე მეტი დელეგაცია მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის აშშ-ის ლიდერი, ბარაკ ობამა, რომლისთვისაც ეს შესაძლოა, ბოლო ოფიციალური ევროპული ვიზიტი იყოს. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე