,,არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“ არავისთვის" - პაატა ზაქარეიშვილი

საქართველო, თბილისი - 16:13 | 07.07.2016
ნანახია: 1773

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანსა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრისას იყო თუ არა „რუსთავი 2“-ის საკითხზე საუბარი.
პაატა ზაქარეიშვილის თქმით, „რუსთავი 2“ საფრთხეს არ წარმოადგენს და უნდა „დამშვიდდეს“. 

,,თამამად შემიძლია გითხრათ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ამ საკითხს სვამენ და ყველა ცალსახად და მკაფიოდ ამბობს, რომ ეს არის სასამართლოს საქმე, ვინაიდან, მათ აქვთ ინფორმაცია სხვადასხვა წყაროებიდან, რომ, ვითომ, და რაღაც პრობლემაა. როცა ვუხსნით, ყველაფერი გასაგებია, ასე რომ, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ არანაირ გავლენას არ მოახდენს „რუსთავი 2“-ის  საქმე არჩევნებზე. პირიქით, ყველა მიხვდება, რომ სახელმწიფო ღირსეულად, ცივილიზებულად, აკვირდება ამას. „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა 2012 წელს წააგო არჩევნები „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „რუსთავი 2“ იყო მაშინ, როცა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წააგო საპრეზიდენტო არჩევნები, იყო მაშინ, როცა ადგილობრივი არჩევნები წააგო. არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს „რუსთავი 2“ არავისთვის, ამიტომ, უნდა დამშვიდდეს „რუსთავი 2“, ყველაფერი ჩაივლის კარგად; არჩევნები კარგად ჩაივლის, „რუსთავი 2“ მშვიდად, კარგად და მშვენივრად იქნება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე