„გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“ - გია მაისაშვილი მონასტერში წავიდა

საქართველო, თბილისი - 15:47 | 07.07.2016
ნანახია: 2174

გია მაისაშვილი, რომელიც სიმსივნეს ებრძვის, ბერთის მონასტერში იმყოფება. მისი თქმით, მონასტერში გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

„ეს არის ბერთის მონასტერი სადაც უკვე რამდენიმე დღეა ვცხოვრობ და სადაც გამოჯანმრთელების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

აქვე გეპატიჟებით ყველა მსურველს ამ შაბათ კვირას, რომ ყველამ მიიღოს იგივე სულიერი სიამოვნება და აღფრთოვანება, რაც მე განვიცადე ამ წმინდა სავანეში.
ასევე, დამატებით მსურს გაგიზიაროთ წინამძღოლობისა და მართვის ახალი პრაქტიკული სქემები, რომლებიც სასიცოცხლოა ყველა თანამედროვე პროფესიონალისთვის, რა სფეროშიც არ უნდა მოღვაწეობდეს იგი.

ვისაც არააქვს საშუალება საკუთარი ტრანსპორტის, დაუკავშირდით პაატა შუბითიძეს 574512992,“ – წერს გია მაისაშვილი.

გია მაისაშვილის მკურნალობა სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული, მის დასახმარებლად „ფეისბუქზე“ შეიქმნა გვერდი “თანადგომა გია მაისაშვილს”.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე