ლეონარდო დი კაპრიო Volkswagen-ის სკანდალის შესახებ ფილმს გადაიღებს

საქართველო, თბილისი - 11:29 | 13.10.2015
ნანახია: 1995

ჰოლივუდის მსახიობი ლეონარდო დი კაპრიო გერმანული ავტოკონცერნის Volkswagen-ის ირგვლივ მომხდარი ”დიზელის სკანდალის” შესახებ ფილმს გადაიღებს. როგორც The Hollywood Reporter-ი იუწყება, კინოსტუდია Paramount-მა და მსახიობის კუთვნილმა საპროდიუსერო კომპანია Appian Way-მ უკვე მოიპოვა აღნიშნული მოვლენებისადმი მიძღვნილი ჯეკ ევინგის წიგნის ეკრანიზაციის უფლება.

ავტოკონცერნი სკანდალის ცენტრში სექტემბერში აღმოჩნდა. როგორც ცნობილია, 2009-2015 წლებში გამოშვებული დიზელის ძრავიანი ავტომობილები აღჭურვილი იყო ფარული პროგრამით, რომელიც მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვის რაოდენობას ამცირებდა.

სკანდალთან დაკავშირებით თანამდებობიდან გადადგა ავტოკონცერნის ხელმძღვანელი მარტინ ვინტერკორნი.

დი კაპრიოს მომავალ ფილმთან დაკავშირებული სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე