"პრეზიდენტის აზრით, ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით"

საქართველო, თბილისი - 16:46 | 05.07.2016
ნანახია: 1324

საქართველო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო დროს გაკეთებილ განცხადებებს ეხმაურება. პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძე, დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ სტამბოლის ტერაქტის შემდეგ. უკრაინის ხელსუფლების მაღალჩინოსნმა ზღვარგადასული გამნცხადებები გააკეტა.

ათქვამებს.

,,გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს ხელისუფლების მოქმედ და ყოფილ წევრებს შორის ურთიერთბრალდებებს, რასაც ბოლო დღეებში ვადევნებთ თვალს სტამბოლის ტერაქტის შემდეგ. განსაკუთრებით ხაზი გვინდა გავუსვათ უკრაინის ხელსუფლების მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის ზღვარგადასულ გამონათქვამებს.

პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ხაზგასმით ადასტურებს, რომ უკრაინა არის ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორი და ამ მეგობრული ურთიერთობიდან, ასევე დიპლომატიური ეტიკეტიდან გამომდინარე, ის ამ დრომდე თავს არიდებდა უკრაინელი მაღალჩინოსნის მიხეილ სააკაშვილის საქართველოს სახელმწიფოზე თავდამსხმელი განცხადებების კომენტირებას.

თუმცა, პრეზიდენტის აზრით, პოლიტიკურ ტაქტსაც აქვს ზღვარი. მაშინ როდესაც, ქართული სახელმწიფო და ქართველი ჯარისკაცები ტერორიზმს ებრძვიან არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმით, მონაწილეობენ საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში, ანტიტერორისტულ ოპერაციებში, საქართველოს ყოფილი და მოქმედი ხელისუფლების წევრები, დაკავებული არიან ერთმანეთისკენ თითის გაშვერით და უსაგნო ურთიერთბრალდებებით.

მათ ავიწყდებათ, რომ აქვთ სახელმწიფოს წინაშე პასუხისმგებლობა და საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგზე ზრუნვაში ლაპარაკობენ იმაზე მეტს, ვიდრე სათქმელია, რითიც ზიანს აყენებენ, პირველ რიგში, ქართულ სახელმწიფოს”, - განაცხადა მიშველაძემ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე