ეკა მიშველაძე: ჯონ კერის ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების წინ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ

საქართველო, თბილისი - 16:45 | 05.07.2016
ნანახია: 1341

ჯონ კერის ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების წინ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.

,,გვინდა ხაზი გავუსვათ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მნიშვნელობას საქართველოში.

ვარშავის სამიტის წინ, ასეთი მაღალი დონის ვიზიტი, მიანიშნებს უპირობო და მყარ მხარდაჭერას საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცების და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით.

ჩვენი მეგობარი ქვეყნისა და სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან ეს ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი დადასტურებაა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ჯონ კერის ვიზიტს, საპარლამენტო არჩევნების წინ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ”, - აღნიშნა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე