ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე თბილისის დეკლარაცია მიიღეს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 05.07.2016
ნანახია: 1501

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიამ, დასკვნით პლენარულ სხდომაზე, 122 ხმით 6-ის წინააღმდეგ, „თბილისის დეკლარაცია" დაამტკიცა. 

დეკლარაციის დამტკიცების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა მედიასთან საუბრისას კიდევ ერთხელ განმარტა, რომ თბილისის დეკლარაცია სამი მთავარირეზოლუციისგან შედგება და მასში ასამბლეის სამი საერთო კომიტეტის მიერ ინიცირებული და თემატური რეზოლუციებია შეტანილი.

ხოლო რაც შეეხება საქართველოს დელეგაციის მიერ ინიცირებულ რეზოლუციას, დავით უსუფაშვილის თქმით, ის „თბილისის დეკლარაციაში" სრულადაა ასახული.

პარლამენტის თავმჯდომარე მედიას იმ პრობლემებზეც ესაუბრა, რაც რეზოლუციას ინიცირების პროცესიდან მოყოლებული ჰქონდა.

„ეს თემა უპრობლემო სულაც არ იყო და ახლა დარბაზში რუსეთის დელეგაციის გარდა, ყველა სხვა დელეგაციამ მხარი რომ დაუჭირა, ეს თავისთავად მიღწეული არ ყოფილა. როდესაც რეზოლუციისინიცირების პროცესი დავიწყეთ და ჩემი სახელით კოლეგებს ეს დოკუმენტი მიეწოდა, ძალიან გაჭირდა თავიდან მხარდამჭერების შეგროვებაც კი - 25 ხელმოწერის რაც აუცილებელი იყო მისიინიცირებისთვის, რადგან ბევრ ჩვენს კოლეგას მოსაზრება ჰქონდა, რომ რეზოლუცია ძალიან პირდაპირი, მკვეთრი და მკაფიო იყო და ეს ხომ არ გააღიზიანებდა სხვებს და ა.შ", - აღნიშნა დავითუსუფაშვილმა. მისი განცხადებით, მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის დიდი შრომა გასწიეს ეუთო-ში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ,საქართველოს საელჩოებმა. „ასე, რომ ის შედეგი რაც ახლა მივიღეთ უპრობლემოდ დღეს კენჭისყრით, სინამდვილეში მიღებულია ძალიან ბევრი პრობლემების გადალახვის გზით და ეს ასეც უნდახდებოდეს. ამიტომ გვჭირდება ჩვენ ფუნქციონირება და სახელმწიფო. ფუნქციონირებადი პოლიტიკური სისტემა, რომ ქვეყანას ვემსახუროთ და კარგი გადაწყვეტილებები მივიღოთ ხოლმე", -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

რეზოლუციის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ირონიული განწყობების კომენტირებისას, დავით უსუფაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ „ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა და საერთოდ,პარლამენტები ქაღალდზე დაწერილ გადაწყვეტილებებს ვიღებთ ხოლმე". პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ასამბლეას სხვა ბერკეტი არ აქვს და ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო ყველაგადაწყვეტილება ქაღალდზე იწერება. „ასევე ქაღალდზეა დაწერილი არასწორი და მიუღებელი გადაწყვეტილებები, რომელიც საქართველოს უქმნის პრობელმას, იქნება ეს ოკუპირებულტერიტორიებთან მიმართებაში თუ სხვა თემებზე. ასეთი რეზოლუციები ხდება შემდეგომი მოქმედებების საბაზო დოკუმენტები იმ წევრი სახელმწიფოებისთვის და იმ პოლიტიკური პარტიებისთვის,ვინც მას მხარი დაუჭირა. ისინი სხვა შემთხვევში, როცა კონკრეტული გადაყვეტილებებია მისაღები ამ რეზოლუციას ითვალისწინებენ. ამიტომ ამ რეზოლუციის მნიშვნელობა ისეთივე დიდიაროგორც სხვა აქტების", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, რეზოლუციას იურიდიული ძალა არ აქვს და მის გამო რუსეთი ოკუპირებული აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან ჯარს არ გაიყვანს.„მაგრამ ამ რეზოლუციის გამო მათ ექნებათ პრობლემები შემდეგომი აგრესიული ნაბიჯების გადასადგმელად და დანარჩენი მსოფლიო იქნება საქართველოს უფრიო მეტად მხარდამჭერიკონტრზომებში, რაც ჩვენგან არის მისაღები", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე