უახლოეს დღეებში ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 13:00 | 03.07.2016
ნანახია: 1432

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს.

ჩქაროსნული მაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთის მშენებლობა ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. იანოშ ჰერმანი სამუშაოების მიმდინარეობის ტემპით კმაყოფილი დარჩა და აღნიშნა, რომ ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა საქართველოში მიმდინარე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რადგან ის არამარტო ადგილობრივ მოსახლეობას გაუადვილებს გადაადგილებას, არამედ საქართველოს საგზაო სისტემას დანარჩენი ევროპის საგზაო სისტემასთან დააკავშირებს. ეს კი ხელს შეუწყობს ქვეყნის კიდევ უფრო სწრაფ ინტერგრაციას ევროპასთან.

უწყების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამტრედია-გრიგოლეთის  11 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნა იგეგმება, რაც საშუალებას მისცემს ქვეყნის მოსახლეობას და ტურისტებს ახალი გზით კომფორტულად გადაადგილდნენ აჭარის მიმართულებით.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე