დიმიტრი ქუმსიშვილმა ISET-ის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო

საქართველო, თბილისი - 19:58 | 02.07.2016
ნანახია: 1178

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET)დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში.

„მინდა სიამაყით და სიამოვნებით აღვნიშნო, რომ ISET-ის საბჭოს წევრი გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ სკოლის განვითარებას. ეს არის სკოლა, რომელიც მართლაც პროფესიონალებს უშვებს. ეს არის ძალიან კარგი სკოლა. მას ჰყავს კარგი პროფესორები და ეს ტრადიცია უნდა გაძლიერდეს და გაგრძელდეს“, - განაცხადა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მან ISET-ის ერთერთ კურსდამთავრებულს სერტიფიკატი გადასცა.

ISET-ის მაგისტრებისთვის დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დარეჯან თვალთვაძემ, ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აგრეთვე შვედეთისა და ისრაელის ელჩებმა საქართველოში.

ISET-ში ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, ეკონომიკის მაგისტრის წოდება 34-მა სტუდენტმა მიიღო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე