გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს

საქართველო, თბილისი - 13:47 | 02.07.2016
ნანახია: 1213

 

 

გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოს მასშტაბით ზედაპირული წყლების მონიტორინგს ახორციელებს.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, საგენტოს უფროსთან ერთად კუს ტბაზე სინჯების აღების პროცესს პირადად დაესწრო.

ამჯერად, სააგენტოს სპეციალისტება გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში ადგილზე წყლის ხუთი მახასიათებელი განსაზღვრეს (ტემპერატურა, ph, გახსნილი ჟანგბადი, ელექტროგამტარობა და მარილიანობა ).

 ქიმიური და მიკრობიოლოგიური ანალიზების ჩატარების მიზნით აღებული სინჯები კი ტრანსპორტირებულ იქნა სააგენტოს ლაბორატორიაში.

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ, წყლების ქიმიური დამაბინძურებლების ანალიზი თანამედროვე აპარატურითა და აღჭურვილობით რეგულარულად ტარდება. საბანაო სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით სააგენტოს სპეციალისტები მოსახლეობას ზედაპირული წყლების შესახებ ზუსტ ინფორმაციას მუდმივად მიაწვდის.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე