ავერსი ქალბატონებს საზაფხულო საჩუქარს სთავაზობს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 02.07.2016
ნანახია: 1714

ავერსის 7 აფთიაქში 2, 3, 9, 10, 16 და 17 ივლისს გაიმართება აქცია ,,გალამაზდი ავერსთან ერთად”.  ყველა მსურველს  ელოდება კვალიფიციური ვიზაჟისტი, რომელიც მისთვის სასურველ მაკიაჟს სრულიად უსასყიდლოდ შეურჩევს და გაუკეთებს. მაკიაჟი გაკეთდება იტალიური კოსმეტიკური ფირმის `მესაუდას~ პროდუქციით.

იტალიური დეკორატიული კოსმეტიკა `მესაუდა მილანო~ ხარისხისა და ფასის საუკეთესო კომბინაციაა. `მესაუდას~ ხაზი აერთიანებს როგორც პროფესიონალურ, ასევე არაპროფესიონალურ კოსმეტიკას. მას აქვს საკმაოდ ვრცელი ხაზი, რომელშიც შედის სახის საცხები, ტონალურები, ფერუმარილი, რუჟი, თვალის ჩრდილები, თვალის და ტუჩის ფანქრები, ლაინერები, ტუჩის საცხები, ტუშები, ფრჩხილის ლაქები და სხვა მრავალი პროდუქცია.

აქციაში მონაწილეობას მიიღებს შემდეგი 7 აფთიაქი:

* მეტრო ახმეტელის მიმდებარედ განთავსებული ავერსის აფთიაქი;

* აღმაშენებლის გამზირი #148ა–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

* ცინცაძის ქ. #1–ში მდებარე აფთიაქი;

* ცოტნე დადიანის ქ #34–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

* ვარკეთილი-3, IIIა მიკრო/რაიონი, კორპუსი #345–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

* არაყიშვილის ქ. #8 (აბაშიძის ქ. #26)–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

* პეკინის გამზირი #27–ში მდებარე ავერსის აფთიაქი;

ყველა ვინც მიიღებს ამ აქციაში მონაწილეობას დასაჩუქრდება იტალიური კოსმეტიკური ფირმის `მესაუდას~ პროდუქციით.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე