რძის მწარმოებელი კოოპერატივებისათვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 11:30 | 02.07.2016
ნანახია: 1322

 

რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით და  პროგრამაში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით  „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის  სახელმწიფო პროგრამაში“  რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.   

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროგრამაში მონაწილეობისათვის  დადგენილი პირობების დაკმაყოფილების  შემთხვევაში  გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები,  რომლებიც აღჭურვილი იქნება  ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით. პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია  დისტანციურად   სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ -გვერდზე  www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე