საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 18:31 | 01.07.2016
ნანახია: 1272

თბილისში ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, შეუფერხებელი და დროული გადაადგილების მიზნით, 1 ივლისიდან 22 ივლისის ჩათვლით საგამოცდო ცენტრების მიმართულებით მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნა.

კერძოდ, ავტობუსები იმოძრავებენ მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ გლდანის დასახლებაში არსებული № 39, 173 და 177-ე საჯარო სკოლების მიმართულებით, ასევე მეტროსადგურ ,,ახმეტელის თეატრიდან“ (მუხიანის მხრიდან) მუხიანის დასახლების № 175-ე საჯარო სკოლის მიმართულებით. მ/ს „ვარკეთილიდან“ მე-3 მასივში არსებულ № 117-ე საჯარო სკოლამდე. მგზავრობის საფასური შეადგენს სტანდარტულ ტარიფს.

აღნიშნულ მარშუტებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ცხელ ხაზზე: 2 93 44 44 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე