დარიალის ხეობაში გზის აღდგენითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:11 | 01.07.2016
ნანახია: 1221

 

დარიალის ხეობაში, გზის აღდგენის მიმდინარე  სამუშაოებს  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრატსრუქტურის  მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე ადგილზე გაეცნენ.

ამ დროისთვის მიმდინარეობს სავალი გზის აღდგენის სამუშაოები.

მობილიზებულია 40-მდე ერთეული  ტექნიკა. სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ და  საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ.

23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხევიდან  მოვარდნილმა ღვარცოფმა  მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა.  მოვარდნილმა წყალმა  მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე