გიორგი კვირიკაშვილი: სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი
საქართველო, თბილისი - 16:46 | 01.07.2016 ნანახია: 1214სრულიად გაუგებარია ის ისტერიკა, რომელიც შეიქმნა სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სომხეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადების კომენტირებისას, რომ ერევანი საქართეელოსა და რუსეთთან სამხრეთ ოსეთის გავლით გზის გახსნაზე მოლაპარაკებებს მართავს.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, დევდორაკის მეწყერის ჩამოწოლოს შედეგად, გზა არის განადგურებული. მის აღდგენას დაახლოებით ორი კვირა დასჭირდება.
„ამ დროს ყველაზე დიდი პრობლემა ექმნებათ უპირველეს ყოვლისა საქართველოს ექსპორტიორებს რუსეთის ბაზარზე ხილის გატანის კუთხით. ასევე პრობლემა შეექმნათ სომხეთის წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის აუცილებელია, რომ ჩვენ ვიყოთ საიმედო პარტნიორი. მქონდა საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრთან და მათი წინადადება იყო, რომ ისინი თვითონ დაელაპარაკებიან რუსეთის ფედერაციას, რათა დროებით, მაქსიმალურად უმტკივნეულო რეჟიმში, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მოხდეს ტვირთების გატარება. ისე რომ, არ მოხდეს არანაირი შეხება სტატუსზე და მოგეხსენებათ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი ითვალისწინებს ფორსმაჟორულ სიტუაციებს. ამ რეჟიმში გვინდოდა ტვირთების გატარება ისე, რომ არ მიგვეყენებინა დიდი ზარალი ჩვენი ბიზნესმენებისთვის და ასევე სხვებისთვის, ვისაც სურდათ საქართველოს ტერიტორიაზე ტვირთის გატარება”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, სომეხმა კოლეგებმა გააცნობიერეს, რომ რუსეთის მხრიდან იყო არაადეკვატური პასუხი, რაც უკვე პირდაპირ იყო დაკავშირებული მათ მიერ აღიარებული ტერიტორიის სტატუსთან.
“ამიტომ ჩვენ უარი ვთქვით ამ გზის გამოყენებაზე, ვინაიდან ჩვენი წინადადება იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არსებული კანონის ფარგლებში მომხდარიყო ფორსმაჟორული გახსნა ამ არხის. ამიტომ ამის შემდეგ ჩვენ ბორანის გზა ავირჩიეთ და შავი ზღვის მეშვეობით გადის დღესდღეობით ეს ტვირთი რუსეთის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც 2012 წლამდე იყო მიღებული, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ არხის გამოყენებას. უნდა ვთქვა, სამწუხაროდ ვერ მოხერხდა, რადგან ეს მნიშვნელოვნად გაადვილებდა გზის აღდგენამდე ტვირთის გატანას“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
- როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონური ცვლილებისთვის - „თეგეტა მოტორსის“ რჩევები
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა