კარლჰაინც კოპფვი საქართველოს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 15:26 | 01.07.2016
ნანახია: 1207

ავსტრიის ეროვნული საბჭოს (პარლამენტი) მეორე პრეზიდენტი კარლჰაინც კოფვი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს  ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლას ულოცავს. „ მას შემდეგ, რაც ორი წლის წინ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ  შეთანხმების რატიფიკაციას  პარლამენტში  დავესწარი, მიხარია, რომ ახლა ეს შეთანხმება ძალაში შევიდა. ევროპულ პერსპექტივას ქვეყნისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და მე საქართველოს ევროპის მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავ, რომელთანაც თანამშრომლობას განსაკუთრებით ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროებში უდიდესი პოტენციალი გააჩნია, იმავდროულად, ეს მნიშვნელოვანი სიგნალია ეკონომიკური და პოლიტიკური სტაბილიზაციისთვის-აცხადებს კოპფვი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე