დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს (VIDEO)

საქართველო, თბილისი - 15:39 | 01.07.2016
ნანახია: 1571

თბილისში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიური სესია გაიხსნა. მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმი „ექსპო ჯორჯიას"საგამოფენო პავილიონის ტერიტორიაზე 5 ივლისამდე გაგრძელდება. 

პლენარული სესიის გაახსნამდე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ილკა კანერვამ ერთობლივიპრესკონფერენცია გამართეს და მედიის კითხვებს უპასუხეს.

დავით უსუფაშვილის განცხადებით, 1-5 ივლისს საქართველო უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას უმასპინძლებს. მისივე ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სხვამნიშვნელოვან თემებთან ერთად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებსაც განიხილავენ. „ დღეს დილით ჩვენ უკვე შესაბამის კომიტეტებს განსახილველად გადავეცით 15 რეზოლუცია ძალიანმნიშვნელოვან თემებზე, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ყველა ამ საკითხზე უახლოესი დღეების განმავლობაში იქნება ძალიან საფუძვლიანი დისკუსია და საპარლამენტოასამბლეა მიიღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს", - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

დავით უსუფაშვილმა დამსწრეთ კიდევ ერთხელ შეახსენა ეუთო-ს როლი და მნიშვნელობა და აღნიშნა, რომ ამ ორგანიზაციის დახმარება საქართველოს გასული 25 წლის განმავლობაში ყოველთვისსჭირდებოდა და ისევ დასჭირდება.

„ეუთო არის ის ორგანიზაცია, რომლის თანადგომა, დახმარება საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა ამ 25 წლის განმავლობაში და კიდევ დაგვჭირდება, იმიტომ, რომ საქმე ეხება ჩვენიუსაფრთხოების უზრუნველყოფას, საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, ადამიანის უფლებების დაცვისსტანდარტების ამაღლებას და ყველა ამ საკითხში ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია არის ერთ-ერთი ლიდერი მსოფლიო ორგანიზაცია. ამიტომ მხოარული ვართ,რომვმასპიძლობთ ამ ღონისძიებას, ასეთი მასშტაბის ღონისძიება, მოვლენა საქართველოში არ ჩატარებულა, დარწმუნებული ვართ რომ იგი წარმატებული იქნება",- განაცხადა საქართველოსპარლამენტის თავმჯდომარემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა დავით უსუფაშვილს საპარლამენტო ფორუმის წარმატებით ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულია ეუთო-სსაპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის როლიც. მისივე თქმით, საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ღონისძიებას ეუთო-ს ეგიდით, თუმცა წლევანდელი სესია, როგორცმასპინძელი ქვეყნისთვის, ასევე, ეუთო-სთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.

„ეს არის ძალიან აქტიური დელეგაცია, სხვადასხვა წამოწყებებში და მან მოახდინა დემონსტრირება თავისი ძლიერი ნების, მზაობის, რომ უმასპინძლოს წლევანდელ სესიას. წლევანდელი წელიგანსაკუთრებით ღირსშესანიშნავია - ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი და ასევე, 25 წლისთავი ეუთო--ს საპარლამენტო ასამბლეის დაარსებიდან. ამჯერად „25 წელისაპარლამენტო თანამშრომლობის: ნდობა დიალოგით" . ეს არის ძალიან დიდი რამ, დამახასიათებელია დიალოგი და ნდობა ჩვენი ფილოსოფიის. ეს არის ჩვენი ნება, იყოს შინაარსობრივი დისკუსიაგანხილვა პოლიტიკური საზღვრების გარეშე",- განაცხადა ილკა კანერვამ. როგორც ეუთო- ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ის მოხარულია, რომსესიაზე დასასწრებად ასამბლეის წევრთა თითქმის სრული შემადგელობა ჩამოვიდა. ილკა კანერვამ იმ საკითხებზეც ისაუბრა, რასაც ასამბლეის წევრები 5 დღის განმავლობაში, თბილისშიგანიხილავენ.

დავით უსუფაშვილმა და ილკა კანერვამ უპასუხეს კითხვებსაც, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხს შეეხებოდა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეფასებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მხრივ, დიდ წარმატებას მიაღწია.ილკა კანერვა გამოეხმაურა ეუთო-ს თავმჯდომარის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებასაც. „საქართველომ სასწაულებრივი წარმატება მოახდინაყველა სტანდარტის და კრიტერიუმის დაკმაყოფილების მხრივ და ეს აღსანიშნავია. შტაინმაიერის განცხადება არის რელევანტური. როდესაც ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ასეთი განცხადებასაკეთებს, ეს უკვე პოლიტიკურად ძალიან ნათელი განცხადებაა და თქვენ შეგიძლიათ, ელოდოთ კონკრეტულ ნაბიჯებს ამ მიმართულებით",- განაცხადა ილკა კანერვამ.

„ეს საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ანსამბლეის გადასაწყვეტი რომ იყოს, ერთ საათში, მიღებულ გადაწყვეტილებას ჩაგაბარებდით. ასეთია განწყობა ჩვენი კოლეგა პარლამენტარების, ვინცსაქართველოში ჩამობრძანდა. იგივე განწყობა ბრიუსელში ვნახე, სადაც ორი დღის წინ ვიყავი ლიდერების, კომისიის, საუბარი გქვონდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის წარმომადგენელთან.ევროპული საბჭოს თავმჯდომაერსთან, ნიდერლანდების პრემიერ-მინსიტრთან, რომელიც ასევეა განწყობილი. არ არსებობს არანარი ხელშემშლელი პირობა არც საქართველოს მხრიდან და არცსხვების მხრიდან გარდა იმ ფაქტორისა, რომ ვიზალიბერალიზაციის საკიტხი ევროსტრუქტურებში არ განიხილება ვაკუუმში, იზოლირებულად მიმდინარე ცხოვრებისგან. ეს მიმდინარე ცხოვრებაშედგება ხან ჩვენთვის უფრო სასარგებლო მოვლენებისგან, ხან არც თუ სასარგებლო მოვლენებისგფან. რეფერენდუმი ბრიტანეთში მაგალითად აღმოჩნდა ერთი კონკრეტული მოვლენა, რომელმაცუკვე დანიშნული საკომიტეტო გადადება გამოიწვია. კანერვამ ბრძანა, რომ საქართველომ ჯადოქრული ჯადოსნური ნაბიჯები გადადგა და მოახერხა პრაქტიკულად წამოუდგენელი წარმატებისმიღწევა, მაგრამ არც ისე ჯადოქრები ვართ, რომ ევროპის ყველა ქვეყანაში ყველაფერი საჩვენოდ წავიყვანოთ ამ პროცვესში. ჩვენი ოპტიზმი რეალურია და დაფუძნებულაი კონკრეტულ ფაქტებს დაუახლოეს ხანებში პროცესი დასასრულამდე მივა",- აღნიშნა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. 







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე