საქართველოს პრეზიდენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 12:48 | 01.07.2016
ნანახია: 1256

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა.
საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პედრო აგრამუნტს სახელმწიფოებრიობის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აქტიური მხარდაჭერისთვის.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ მდგომარეობაზე და ასევე, რეგიონში არსებულ ვითარებაზე.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების საკითხს და წინასაარჩევნო გარემოს.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა შეხვედრისას აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების პროცესს, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი უწევდეს მონიტორინგს.
შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცესპიკერი მანანა კობახიძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე