შტაინმაიერი: ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს

საქართველო, თბილისი - 12:21 | 01.07.2016
ნანახია: 1372

ვიზალიბერალიზაციას საქართველო სექტემბრის მეორე ნახევრიდან მიიღებს - ეს განცხადება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა ცოტა ხნის წინა ქართველ კოლეგასთან, მიხეილ ჯანელიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთა.  

„მაქსიმალურს ვაკეთებთ გერმანიაც და ევროკავშირიც, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საქართველოსთვის უვიზოდ მიმოსვლის მინიჭება. ევროპარლამენტის გარკვეულ ფორმალობებზეა ეს დამოკიდებული და მხოლოდ გერმანიის გადასაწყვეტი არ არის ეს საკითხი. ვფიქრობ, ივლისის ბოლოს პროცესი დასრულდება, მაგრამ სექტემბრის მეორე ნახევარში ალბათ, საბოლოო ლოგიკურ შედეგამდე მივალთ. რაც შეეხება კრიმინალს, თქვენ მკითხეთ, ხომ არ ვბრაზდები ამ დებატებზე. არა, იმიტომ რომ მსგავს დებატებზე ჩვენ რეაგირება მოვახდინეთ. შეჩერების მექანიზმზეა მხოლოდ საუბარი, რომელიც მუშავდება და წარდგენილია ევროპარლამენტში დასამტკიცებლად. უკვე ავუარეთ გვერდი ამ საკითხებს და ვიზალიბერალიზაციის საკითხი კი გადაწყვეტილია,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე