”მაესტროდან” გათავისუფლებული 27 თანამშრომელი ტელეკომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს დღეს შეიტანს

საქართველო, თბილისი - 12:16 | 01.07.2016
ნანახია: 1398

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი ტელეკომპანია "მაესტროს" წინააღმდეგ დავას სასამართლოში განაგრძობს.

გუნდი  სასამართლოს სარჩელით  დღის პირველ ნახევარში მიმართავს. საქმე იმ 27 თანამშრომელს ეხება, რომლებსა ტელეკომპანიის ხელმძღვანელმა უფლებამოსილება შეუჩერა. შეჩერების მიზეზად კი შრომის კოდექსის 36-ე მუხლის, მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტი დაასახელა, რაც თანამშრომლების გაფიცვას გულისხმობს.

"ბიზნესკონტაქტისა" და "საქმიანი დილის" გუნდი გასული თვის განმავლობაში პერმანენტულად ცდილობდა არხის მენეჯმენტთან შეთანხმების მიღწევას და სასამართლოსთვის გვერდის ავლით პრობლემის მოგვარებას, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: დასაქმებული "მაესტროს" წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე არ განახორციელებს პროფესიულ საქმიანობას "მაესტროს" ეთერში გასული გადაცემებების "ბიზნესკონტაქტი","საქმიანი დილა" და "ანალიტიკის" დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნის გამოყენებით. მიგვაჩნია, რომ საავტორო უფლებებთან მიმართებით შემოქმედებით გუნდს არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია. ერთადერთი გზ,ა რომელიც არხის მენეჯმეტმა დაგვიტოვა, ეს არის სასამართლო",- განაცხადა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა ელენე ჩომახიძემ.

სასამართლოში  27 მოსარჩელე მაისის თვის ხელფასის სრულად ანაზღაურებას, იძულებითი მოცდენის კომპენსაციას და საშვებულებო კომპენსაციას ითხოვს. სასამართლოში გუნდის ინტერესებს პროფკავშირების იურისტი, რაისა ლიპარტელიანი დაიცავს.

რამდენიმე დღეში კი, ცნობილი გახდება რომელ არხზე განაგრძობს საქმიანობას "ბიზნესკონტაქტის" გუნდი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე