თავდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში იმყოფება
საქართველო, თბილისი - 10:23 | 01.07.2016 ნანახია: 1396საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს ფარნეზინას სასახლეში იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ უმასპინძლა. ბენედეტო დელა ვედოვასთან შეხვედრის მთავარი თემები საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები და მოახლოებული ნატოს ვარშავის სამიტი იყო. მხარეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) მხარდაჭერის საკითხიც განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა ვიზალიბერალიზაციის მნიშვნელობაზე, ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის საკითხსა (Brexit) და მის შესაძლო შედეგებზე. იტალიის მხარემ განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს საქართველოს და შეეცდება ვიზალიბერალიზაციის პროცესის დაჩქარებაში გარკვეული წვლილი შეიტანოს. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობით და რუსეთის ქმედებებითაც დაინტერესდა.
“ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა, ერთმანეთს საკუთარი მოსაზრებები და ხედვა გავუზიარეთ. იტალია სრულად უჭერს მხარს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას. პოლიტიკური თუ უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე საქართველო რეგიონში მთავარი პარტნიორია და ვფიქრობ, არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები კიდევ უნდა გავაძლიეროთ“, - განაცხადა ბენედეტო დელა ვედოვამ.
შეხვედრის შედეგებით კმაყოფილი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრიც: „ვისაუბრეთ ვიზების ლიბერალიზაციის საკითხზე, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანაა, ვარშავის სამიტზე. გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად განგვეხილა ყოველი სიტყვა, რომელსაც საქართველო ელოდება დეკლარაციისგან. იცის ჩვენმა საზოგადოებამ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში იტალიას ჰქონდა კითხვები ვიზალიბერალიზაციის პროცესში. ვფიქრობ, ჩვენ ყველანი ერთად ვახერხებთ, დავარწმუნოთ პარტნიორი ქვეყანა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი მზად არიან, პირველივე შესაძლო შემთხვევაში, როგორც კი ბრიტანული ეპოპეის გამო გადადებული პროცესი აღდგება, მხარი დაუჭირონ სრულად ჩვენი ქვეყნისთვის ვიზების ლიბერალიზაციას. თავად აცხადებენ, რომ გაცნობიერებული აქვთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ეს მოხდეს არჩევნებამდე“.
დღესვე თავდაცვის მინისტრი იტალიელ კოლეგას რობერტა პინოტის და იტალიის პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს როზა ვილეკო კალიპარის შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი იტალიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტსა და ნატოს თავდაცვის კოლეჯსაც ესტუმრება.
პოლიტიკა
- კრიმინალები გვარამია და მელია უცხოეთიდან ჩარევის შედეგად არიან გარეთ, კინო წინ არის, ისინი იქნებიან იმ დავალების შემსრულებლები, რასაც ჰქვია ქვეყანაში სიტუაციის არევა - პაპუაშვილი
- გუშინ, შვიდკაციანი კოლონა რომ მოდიოდა, იქაც კი დაჩაგრეს ხაბეიშვილი, რა ვუშველო, არ ვიცი, არც იქანა უნდათ, არც აქანა მიიღეს, იქაც უკან მოჩანჩალებდა - ირაკლი ზარქუა
- ვერანაირი საპარლამენტო არჩევნები ვერ იქნება აღიარებული დემოკრატიულ არჩევნებად, თუ მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი და არ იქნება კამპანიაში ჩართული - პეტრე ცისკარიშვილი
- საქართველო მზად არის, დადებითი როლი შეასრულოს იმ პროცესებში, რომლებიც უკავშირდება ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას - ირაკლი კობახიძე
საზოგადოება
- საქართველოს ფოსტის ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაიმართა გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“
- თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეი გაუშვეს, რამდენიმე მოსწავლე პრევენციის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს
- ზრუნვის 1 საათი დედამიწას - „თეგეტა“ გარემოსდაცვით აქტივობას „დედამიწის საათს“ შეუერთდა
- 26 მარტიდან 27 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი
სამართალი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
- შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 9 პირი დააკავა, მათ შორის 5 უცხო ქვეყნის მოქალაქეა
მსოფლიო
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
- მოსკოვის კლინიკიდან, სადაც „კროკუს სითი ჰოლზე“ ტერაქტის შედეგად დაშავებულები მკურნალობენ, აფეთქების საფრთხის გამო 900-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
- კიევზე სარაკეტო იერიში განხორციელდა
კონფლიქტები
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
- სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს - ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა