ლევან ვარშალომიძე საქართველოში 3 ივლისს ბრუნდება

საქართველო, თბილისი - 22:04 | 30.06.2016
ნანახია: 1955

აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე სამშობლოში ბრუნდება. განცხადება აღნიშნულის შესახებ ლევან ვარშალომიძემ Facebook-ის საშუალებით გააკეთა. ის წერს, რომ საქართველოში 3 ივლისს, სარფის საბაჟო პუნტის გავლით, ანუ თურქეთიდან შემოვა.

„უამრავი შეტყობინება მომდის სოციალურ ქსელში და პირად ნომერზე.
მადლობას გიხდით ყველას.
მაღალი ინტერესის გამო გეტყვით, რომ ჩამოვდივარ 3 ივლისს, 12:30-13:00 საათზე, სარფის საბაჟო პუნქტი. შეხვედრამდე“, წერს ლევან ვარშალომიძე.

4 წლიანი პაუზის შემდეგ ის ქართულ პოლიტიკას კონკრეტული გეგმით უბრუნდება. ვარშალომიძე აცხადებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აჭარაში მშენებლობის ტემპები ისევ ძველი იქნება, თუმცა დამკვიდრდება მმართველობის ახალი სტილი.
როგორც ვარშალომიძე განმარტავს, აჭარის ხელისუფლებაში მოსვლას იმ ადამიანებთან ერთად აპირებს, ვინც აჭარა ააშენა. რაც შეეხება გუნდის დაკომპლექტებას, ვარშალომიძის თქმით, მან მხოლოდ ერთი მთავარი კრიტერიუმით იხელმძღვანელა – ვინ რა გააკეთა და ვის რისი გაკეთება შეუძლია.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე