კასპის სოფლებში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 17:15 | 30.06.2016
ნანახია: 1470

კასპის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, ხვითსა და ბოჟამში წყალმომარაგების სისტემის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სოფლებში 200 გრძივი მეტრის სიღრმეზე მოეწყობა ჭაბურღილი, დამონტაჟდება 50 ტონიანი რეზერვუარი და აშენდება საქლორატორო.

სამუშაოებს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დაკვეთით შპს "მშენებელი" ახორციელებს და პროექტზე 600 000-მდე ლარი დაიხარჯება.

როგორც კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ 3 000 000 ლარზე მეტია გამოყოფილი. პროექტები 2016 წლის სექტემბერში დასრულდება და 10 სოფლის 11 000-ზე მეტი ადგილობრივის პრობლემას გადაჭრის.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე