სტამბოლის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 15:19 | 30.06.2016
ნანახია: 1598

სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან კავშირში ეჭვმიტანილი 13 პირი დააკავეს.  ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება.
მათი ცნობით, დაკავებულთაგან სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გამოთქმულია ასევე ვარაუდი ერთ-ერთის ჩეჩნურ წარმოშობაზე.
როგორც ცნობილია, დღეს დილით, პოლიციამ ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარა, რა დროსაც ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილები დააკავეს.
ბოლო ინფორმაციით, 28 ივნისს, სტამბოლის ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის შედეგად 42 ადამიანი დაიღუპა, 239 კი დაშავდა.
ამ დრომდე, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე