სოფელ წინუბანში 1999 წელს დახურული საბავშვო ბაღის აღდგენა მომდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:36 | 30.06.2016
ნანახია: 1430

სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში საბავშვო ბაგა-ბაღის აღდგენა-რეკონსტრუქცია  მიმდინარეობს.

თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო ბაღი 1999 წელს დაიხურა და იმ დროიდან ადგილობრივებს ბავშვების ტარება რამდენიმე კილომეტრის მოშორებით დიდი ლილოს ბაღსა და ნასაგურის დასახლებაში უწევდათ.

აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესს თბილისის მერი დავით ნარმანია ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.

„ამ დასახლებას, თითქმის, 20 წელია საბავშვო ბაღის პრობლემა აქვს, ბაღი იყო დახურული და შესაბამისად, ვაგვარებთ ამ პრობლემას -აღვადგენთ 350 ბავშვზე გათვლილბაღს, რომელიც აღჭურვილი იქნება ისე, რომ სრულად უპასუხებს თანამედროვე სტანდარტებს, ისევე როგორც ყველა ახლადაშენებული და ჩვენს მიერ აღდგენილი ბაღი. წლის ბოლომდე დავასრულებთ სარემონტო-სამშენებლო სამუშაოებს, იანვარში აღიჭურვება შენობა, ახალი სეზონის დასაწყისში კი გავხსნით ამ საბავშვო ბაღს და შესაბამისად, წინუბნის დასახლებას მთლიანად მოვუგვარებთ საბავშვო-ბაღთან დაკავშირებულ პრობლემას,“-განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

მოსახლეობისმოთხოვნის გათვალისწინებით,ავარიული შენობის აღდგენა-რეკონსტრუქციის პროცესი ორი თვის წინ დაიწყო და გეგმის თანახმად წლის ბოლომდე დასრულდება.

საბავშვო ბაღში 10 ჯგუფიგაიხსნება, მათ შორის, ორი - ბაგა.

გარდა წინუბნის ბაღის აღდგენისა, თბილისთან შემოერთებულ კიდევ ორ ტერიტორიაზე-სოფელ გლდანსა და სოფელ დიღომში წელს ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა  დაიწყება.

თბილისის მერთან ერთად,წლების წინ დახურული საბავშვო ბაღის აღდგენის პროცესს დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი თემურ თორდინავა, სამგორის რაიონის გამგებელი გიორგი ბაგრატიონი და საკრებულოს დეპუტატები გაეცნენ.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე