გენერალური შტაბის უფროსმა თურქ ხალხს მიუსამძიმრა

საქართველო, თბილისი - 13:03 | 30.06.2016
ნანახია: 1810

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ საქართველოში თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ თურქ ხალხს 28 ივნისს სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად უდანაშაულო ადამიანების დაღუპვის გამო მიუსამძიმრა.

„ქართველი ხალხი თურქი ხალხის გვერდით დგას და შეიარაღებული ძალებისა და პირადად ჩემი სახელით ვუსამძიმრებ მათ. ეს ამაზრზენი ქმედება არ არის მიმართული მხოლოდ თურქი ხალხის წინააღმდეგ, არც სტამბოლის აეროპორტი იყო შემთხვევით შერჩეული, ეს იყო მიმართული მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქტი იქნება გამოსაფხიზლებელი ნიშანი მთელი მსოფლიოსთვის“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე