ნიკა მელია: ქარვასლა ხომ არ არის, ეს არის სახელმწიფო

საქართველო, თბილისი - 16:46 | 29.06.2016
ნანახია: 2053

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნიკა მელია პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება და მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" პარლამენტში, სავარაუდოდ, 100 ადამიანზე მეტს შეიყვანს.

საზოგადოება უსმენს ხელისუფლებას და განცხადებებს, რომლებიც უკავშირდება 90 დეპუტატს, 95 დეპუტატს, ახლა უკვე ასს. დარწმუნებული ვარ, ძალიან გული წყდებათ, რომ მათ აირჩიეს ხელისუფლება, რომელიც ამ განცხადებებს აკეთებს. ცარიელი მაცივრები, ათასობით დაკარგული სამუშაო ადგილი, დაბალი პენსია, შეუსრულებელი დაპირებები... არჩევნებამდე სამი თვით ადრე კი, გამოდის თითქმის მთელი ქართული ოცნება და ამბობს - ას ადამიანს შევიყვან პარლამენტშიო. "შევიყვან ათს, შევიყვან 95-ს, გამოვიყვან ამდენს" - ქარვასლა ხომ არ არის, ეს არის სახელმწიფო, ხელისუფლება უნდა ჰყავდეს წესით სათავეში, რომელიც უნდა ზრუნავდეს საზოგადოებაზე, ხალხზე და არა - ხმებს ითვლიდეს, რამდენ ადამიანს შეიყვანს პარლამენტში”, - აცხადებს ნიკა მელია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე