მოსწავლეების მოწამვლის ფაქტზე შპს „ასორტი ვერეს“ საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა

საქართველო, თბილისი - 17:52 | 28.06.2016
ნანახია: 1468

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლა დაასრულა.

,,სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაასრულა რუსთავის 24-ე საჯარო სკოლის მოსწავლეების მოწამვლის ფაქტის შესწავლა. სააგენტოს თბილისის სამმართველოს წარმომადგენლებმა არაგეგმური ინსპექტირება ჩაატარეს რესტორან „ბერმუხაში“, სადაც აღნიშნული სკოლის გამოსაშვები საღამო გაიმართა. ინსპექტირებისას შპს „ბერმუხა ბი ემ ჯი“-ს რესტორანში გამოვლინდა არაკრიტიკული შეუსაბამობა.

მოკვლევისას დადგინდა, რომ რესტორანში საკონდიტრო ნაწარმი (კრემიანი ნამცხვრები) შეტანილი იყო შპს „ასორტი ვერე“-ს საკონდიტრო წარმოებიდან. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა საკონდიტროში ჩაატარეს არაგეგმური ინსპექტირება, აიღეს საკონდიტრო ნაწარმის ნიმუში, რომელიც კვლევისთვის ლაბორატორიას გადაუგზავნეს. კვლევის შედეგად გამოვლინდა მიკრობიოლოგიური პარამეტრების დარღვევა, კერძოდ: დასაშვებ ნორმაზე მეტი ოქროსფერი სტაფილოკოკი (S. Aureus), მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმები, ნაწლავის ჩხირის ჯგუფის ბაქტერიები, საფუარი და ობის სოკოები.

გამოვლენილი დარღვევების გამო შპს „ასორტი ვერეს“ საკონდიტროს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდა“, - ავხადებენ სეს-ში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე