ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია

საქართველო, თბილისი - 19:13 | 21.09.2015
ნანახია: 2236

ევროკავშირს საქართველოსთვის მილიონი ხის დარგვა არ მოუთხოვია, - ამის შერსახებ ნათქვამი სტატიაში, რომელიც პროექტის  - ”ყველაფერი ევროკავშირთან ასოცირების  შეთანხმების შესახებ” ვეგვერდზე გამოქვეყნდა.

სტატიაში აშნიშნულია, რომ ევროკავშირმა დააკისრა მთელი რიგი ვალდებულებების შესრულება  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის პარამენტრების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.  

”მომდევნო წლებში საქართველომ ევროკავშირის დირექტივები და რეგულაციები უნდა შეასრულოს, რაც სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებს როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ხელმომწერი სახელმწიფო იღებს ვალდებულებას გარემოს დაცვის სფეროში უზრუნველყოს საერთაშორისოდ აღიარებული, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვის სტანდარტები და შეასრულოს  მიღებული დირექტივები”, - ნათქვამია სტატიაში.

სტატიაში მოყვანილია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემები, რომლის თანახმად,  საქართველოში ავადობის - 17%, ხოლო სიკვდილიანობის - 19% გამოწვეულია გარემოს დაბინძურებით.  დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ავტომობილების გამონაბოლქვი, ემისიებისა და  ნახშირორჟანგის (CO2), ასევე აზოტის ჟანგეულები (NO2, NO), გოგორდის ორჟანგი (SO2), ჭვარტლი, ბენზ(ა)პირენი და ჰაერში შეწონილი წვრილდისპერსიული მყარი ნაწილაკების (PM10, PM2,5) დიდი რაოდენობით გამოყოფა, გავლენას ახდენს, არა მხოლოდ  ჰაერის დაბინძურებაზე, არამედ მკვეთრად აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, ზრდის გულსისხლძარღვთა და რესპირატორულ დაავადებათა რისკს, მწვავდება ალერგიული ფონი და ფილტვის კიბოს განვითარების ალბათობა. ჯანმო-ს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურება, მსოფლიო მაშტაბით იწვევს 2 მილიონამდე ადამიანის ნაადრევ სიკვდილს.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ასოცირების ხელშეკრულებით  შესასრულებელი ვალდებულებები, მოიცავს როგორც ეროვნული კანონმდებლობის მიღებას და კომპეტენტური ორგანოების განსაზღვრას, ასევე  საზოგადოების ინფორმირების სისტემის ჩამოყალიბებას.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე