სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიაონინგის პროვინციის დელეგაციასთან შეხვედრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:10 | 28.06.2016
ნანახია: 1279

სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია და მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიაონინგის პროვინციის დელეგაციას შეხვდნენ. დელეგაციასლიაონინგის პროვინციის ვიცე გუბერნატორი ზაო ჰუა მინგი ხელმძღვანელობდა.

ჩინეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამსაქართველო-ჩინეთს შორის  მჭიდრო ეკონომიკურიურთიერთობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ქვეყნებს შორის თანამშრომლობა დადებითად  შეაფასა.

შეხვედრაზე საუბარიშეეხო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდ დინამიკასდა ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშიქართული ღვინის ცენტრების გახსნა მნიშვნელოვანია.

ოთარ დანელიამ ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის გაზრდის  მიზნით, მზადყოფნა გამოთქვაქართულმა მხარემ ლიაონინგის პროვინციაში, რომლის მოსახლეობა 43 მლნ-ს შეადგენს, ქართული ღვინის დეგუსტაციები და პოპულარიზაციის მიმართულებით სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები გამართოს.

ვიცე გუბერნატორმა შეხვედრაზე  აღნიშნა, რომ მათთვის საინტერესოა საქართველოსთან სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობა, რადგან ეს დარგი,განსაკუთრებით კი სასათბურე მეურნეობები, ლიაონინგის პროვინციაში მნიშვნელოვნად  განვითარებულია. ვიცე გუბერნატორმა ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა.

შეხვედრაზე ჩინეთის დელეგაციის წევრებს  საქართველოში ღვინის კულტურის, ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნების, ღვინის დაყენების ტექნოლოგიისა და ექსპორტის მაჩვენებლების შესახებპრეზენტაცია წარუდგინეს.

ოთარ დანელიამ იმედი გამოთქვა, რომ მხარეებს შორის  სამომავლო თანამშრომლობა ნაყოფიერი და წარმატებული იქნება. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის მიერ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის კუთხით მუდმივმხარდაჭერას, რაც სამელიორაციო ტექნიკის გადმოცემას, ასევე სასწავლო-სამეცნიერო კუთხით თანამშრომლობას გულისხმობს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიაონინგის პროვინციის დელეგაციის წევრებმა ღვინის ეროვნულ სააგენტოს ღვინის მუზეუმი,სადეგუსტაციო ოთახები, ენოთეკა და მარანი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე