ქვემო შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის დამაკავშირებელი 6 კმ გზის მოასფალტება 2 დღეში დასრულდება

საქართველო, თბილისი - 16:15 | 28.06.2016
ნანახია: 2360

ქარელის მუნიციპალიტეტში, ქვემო შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის დამაკავშირებელი გზის მოასფალტების სამუშაოები სრულდება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები ორ დღეში დასრულდება. სულ დაიგო 6,055 კმ გზის საფარი, რომლის მთლიანი ღირებულა 1 663 999 ლარს შეადგენს.

გზის მშენებლობის სამუშაოები ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიარა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„საგზაო სამშენებლო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. აღნიშნულ პროექტზე 1 600 000 ლარზე მეტი იხარჯება. ქვემო შაქშაქეთი-ფცა-თამარაშენის 6 კილომეტრზე მეტი გზის მოასფალტება ხელს შეუწყობს მოსახლეობის თავისუფალ და უსაფრთხო გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს მგზავრობის ხანგრძლივობას დასახლებულ პუნქტებს შორის და გააადვილებს ადმინისტრაციულ ცენტრთან კავშირს. განხორციელებული პროექტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის თითოეული მოქალაქე და განსაკუთრებით ის მოსახლეობა, რომელიც ე.წ. საზღვრისპირა სოფლებში ცხოვრობენ", - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა.

სამუშაოებს შპს „საგზაო სამშენებლო სამმართველო N1 ახორციელებს". გზის მშენებლობა 2016 წლის ივნისის ბოლოს სრულდება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე