95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა

საქართველო, თბილისი - 12:56 | 28.06.2016
ნანახია: 1318

თბილისის 95-ე საჯარო ბაგა-ბაღის შენობა ენერგოეფექტურ შენობად გადაკეთდა. ჩატარებული სამუშაოების შედეგად, ზამთარშიგათბობისაუცილებელისამომხმარებლოსიმძლავრე 58%-ით შემცირდება. ცხელიწყლისმომარაგებისათვისელექტროგამაცხელებლებისნაცვლად კიმზისკოლექტორები დამონტაჟდა, რომელთა გამოყენებაცელექტროენერგიისმოხმარების 51%-ითშემცირებას უზრუნველყოფს.

განახლებულ ბაგა-ბაღში დღეს თბილისის მერი დავით ნარმანია მერიის

ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსთან და ჩუღურეთის გამგებელთან ერთად იმყოფებოდა.

თბილისის მერის განცხადებით, აღნიშნული საპილოტე პროექტით  გაცილებით ნაკლები დაჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა და შემცირდება გამონაბოლქვის მოცულობა.

„გაკეთდა საპილოტე ენერგოეფექტური პროექტი, რომლის შედეგადაც ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის მოხმარების მნიშვნელოვანი დანაზოგი კეთდება. სისტემა მთლიანად გადავიდა მზის ენერგიაზე. გარდა ამისა, მოხდა შენობის ცალკეული კომპონენტების შეცვლა, რაც გათბობაზე მოხმარებულ ენერგიას დაზოგავს. საბოლოო ჯამში ფინანსურად გაცილებით ნაკლები დაგვიჯდება ბაღის მოვლა-პატრონობა. ასევე გარემოს დაცვის თვალსაზრისით ეს არის უმნიშვნელოვანესი პროექტი, რადგან 20 ტონით შემცირდება გამონაბოლქვი CO2-ის მოცულობა, რითაც ვასრულებთ პირობას, რომელსაც თბილისის მერიამ ხელი 2010 წელს მოაწერა. საუბარია მერების შეთანხმებაზე, რომლის მიხედვითაც გვაქვს ვალდებულება, 2020 წლამდე 20%-ით შევამცირიოთ CO2-ის მოცულობა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გათბობისსისტემაშითბურიტუმბოსდაფოტოვოლტაიკებისერთობლივიგამოყენებითმიღებულიეკონომიაბუნებრივი აირისმოხმარებისდამატებით 10%-იანშემცირებას უზრუნველყოფს. ფოტოვოლტაიკებისმიერგენერირებულიელექტროენერგია კი ქსელიდანმიღებულენერგიას 20%-ითშეამცირებს.

განხორციელებულისამუშაოებისშედეგად CO2-ისემისიისშემცირება წლიურად 22 ტონას შეადგენს.

2016 წელს თბილისში, ჯამში, 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყება და ყველა შენობა ენერგოეფექტური იქნება.

 

 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე