დევნილ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადასაადგილებელი ეტლები გადაეცათ

საქართველო, თბილისი - 16:52 | 27.06.2016
ნანახია: 1351

აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საერთაშორისო ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს“ თბილისითან თანამშრომლობით, მორიგი საქველმოქმედო ღონისძიება ჩაატარა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადასაადგილებელი ეტლით უზრუნველყოფას გულისხმობდა.
თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზაცია „კამპუს ლაიონს თბილისმა“, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან მოღვაწეობს და აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო ღონისძიებებში, გადასაადგილებელი ეტლით, 5 ბენეფიციარი დააკმაყოფილა.
აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით,ამჯერად გადასაადგილებელი ეტლები სამეგრელოს რეგიონში, კერძოდ სენაკსა და ზუგდიდში , აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ბენეფიციარებს გადაეცათ. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობას იღებდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქეთევან ბაკარაძე.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე