დარიალის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 15:14 | 27.06.2016
ნანახია: 1165

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძე, დარიალის ხეობაში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ.

სტიქიის ზონაში, სამუშაოები აქტიურად გრძელდება. დარიალის ხეობაში მობილიზებულია ყველა საჭირო ტექნიკა; აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები თერგის ბუნებრივ კალაპოტში დასაბრუნებლად და უშუალოდ გზის აღდგენითი სამუშაოების დასაწყებად.

23 ივნისს, ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგს კალაპოტი შეუცვალა. მოვარდნილმა წყალმა მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის 800 მეტრიანი მონაკვეთი წაიღო. სტიქიური პროცესების გააქტიურების გამო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე, კმ134-კმ135  მონაკვეთზე, დარიალის ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ახორციელებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე