გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილებას ახალი შენობა აქვს

საქართველო, თბილისი - 14:56 | 24.06.2016
ნანახია: 1311

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილებას ახალი შენობა აქვს.

ქალაქ გორში მდებარე ახალ სამმართველოში შიდა ქართლის განყოფილების ინსპექტირების და სწრაფი რეაგირების ჯგუფები განთავსდებიან. ამასთან, ამავე შენობაში იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოს შიდა ქართლის სამსახურიც, რაც ერთობლივი პრევენციული ღონისძიებების გატარების საშუალებას შექმნის.  მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ერთ სივრცეში ისარგებლონ ყველა სერვისით. შენობა აღჭურვილია უმაღლესი სტანდარტების ყველა საჭირო ინვენტარით და ტექნიკით.   

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილება გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, მოადგილესთან ბესარიონ აბაშიძესთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე