25 ივნისს იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00 დან 17:00 საათამდე იმუშავებს

საქართველო, თბილისი - 11:52 | 24.06.2016
ნანახია: 1564

25 ივნისს, შაბათს, ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქციის დასრულებასთან დაკავშირებით, იუსტიციის სახლის ჩვიდმეტივე ფილიალი 10:00-დან 17:00 საათამდე იმუშავებს.

ყველა მოქალაქეს, რომელმაც ამ დრომდე ვერ ისარგებლა აქციით,  იუსტიციის სახლი საშაულებას აძლევს გამოიყენოს დარჩენილი დრო და შეცვალოს ძველი პირადობის მოწმობა ახლით.

აქცია, რომელიც 17 წლიდან  მოქალაქეებისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემას ითვალისწინებს 26 მაისს დაიწყო და ერთ თვეს გაგრძელდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე