ილია მეორე მსოფლიო პატრიარქს მიმართავს
საქართველო, თბილისი - 19:46 | 23.06.2016 ნანახია: 1281სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II მსოფლიო პატრიარქს ბართლომეოს I-ს წერილით მიმართავს.
ილია II-ის წერილს საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს:
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, გაცნობებთ, რომ ა.წ. 10 ივნისის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გამო თქვენი თხოვნის შესრულებას ვერ შევძლებთ. სხდომის დადგენილებები თქვენც გადმოგეგზავნათ და სხვა ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებსაც. მასში აღნიშნული იყო ის კონკრეტული მიზეზები, რამაც განაპირობა ჩვენი ჩამოუსვლელობა. ამიტომაც არასწორია კრებაზე საქართველოს ეკლესიის დელეგაციის არდასწრების პოლიტიკურ ან ნებისმიერ სხვა ჭრილში გადატანა. ამასთან აღვნიშნავთ, რომ მიუხედავად არყოფნისა, თვალს ვადევნებთ სხდომების მიმდინარეობას და ვიმედოვნებთ, რომ ღვთის მადლით, საბოლოო შედეგები მისაღები იქნება ეკლესიის სისავსისთვის. ახლა კი შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკლესიას ხელი არა აქვს მოწერილი პროექტზე „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“ და მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია VI მსოფლიო კრების 72-ე კანონის დოგმატური აკრძალვის შეცვლა და ეკლესიის საიდუმლოებებში არამართლმადიდებელთა მონაწილეობის დაშვება საკრებო განჩინებით. აღნიშნული დოკუმენტი საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს დაგმობილი აქვს ჯერ კიდევ 1998 წლის 8 ოქტომბრის სხდომაზე, მეორედ კი - 2016 წლის 25 მაისს. მას ხელი არც მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა იანვრის შეხვედრაზე მოვაწერეთ და თუკი ვინმე აპელირებას მოახდენს შამბეზიში კრების რეგლამენტზე ჩვენს ხელმოწერაზე, მათ შევახსენებთ, რომ ეს ხელმოწერა მოხდა მანამდე, ვიდრე განსახილველად იქნებოდა გამოტანილი აღნიშნული დოკუმენტი და ჩვენც იმედი გვქონდა ერთობლივი პოზიციის შემუშავებისა, რაც არ გამართლდა.
სამწუხაროდ, მოლაპარაკებები უშედეგოდ დამთავრდა ფანარშიც (ა.წ. აპრილში), როცა თქვენი მიწვევით საქართველოს ეკლესიის დელეგაცია ამ საკითხზე კონსენსუსის მისაღწევად იყო ჩამოსული და რაკი ეს არ განხორციელდა, მათ განმეორებით მოითხოვეს დოკუმენტის კრების დღის წესრიგის ამოღება. ახლაც კიდევ ერთხელ გთხოვთ, არ განიხილოთ დოკუმენტი „ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი გარემოებები“, რადგანაც იგი არ გახლავთ მიღებული კონსესუსით და მას არც ანტიოქიის ეკლესია აწერს ხელს. შეგახსენებთ იმასაც, რომ 2016 წლის შამბეზის შეხვედრაზე განვაცხადეთ, რომ შამბეზში დამოწმებული დოკუმენტები გასაჯაროების შემდეგ საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდს წარედგინებოდა საბოლოო პოზიციის ჩამოსაყალიბებლად. ა.წ. 25 მაისს გამართულმა წმინდა სინოდის სხდომამ კი დაადგინა, რომ:
ა) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან“ შეიცავს სერიოზულ ეკლესიოლოგიურ და ტერმინოლოგიურ ცდომილებებს და საჭიროებს სერიოზულ გადამუშავებას. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ეკლესია მას მისაღებად არ მიიჩნევს;
ბ) დოკუმენტი „მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე მსოფლიოში“ ასევე ცვლილებებს საჭიროებს (მითითებული იყო კონკრეტული ადგილები);
გ) ქორწინების დოკუმენტზე ზემოთ ვისაუბრეთ.
„თქვენო ყოვლადუწმინდესობავ, ჩვენ გვჯერა თქვენი სიბრძნისა და კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს იმისას, რომ არ დაუშვებთ ეკლესიის წიაღში პრობლემების შექმნას და ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, რაც მართლმადიდებელთა ერთობას ჩრდილს მიაყენებს“, - ნათქვამია ილია მეორის წერილში.
პოლიტიკა
- კონტრაქცია ნიშნავს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს - სოფო ნიჟარაძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში წერია ტყუილი იმასთან დაკავშირებით, თითქოს გვარამია იყო პოლიტპატიმარი - ირაკლი კობახიძე
სამართალი
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
- განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა და გასაღებაში ბრალდებულს 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა
მსოფლიო
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
- “ისლამური სახელმწიფო“, რომელმაც მოსკოვში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო, თავდასხმებს საფრანგეთშიც გეგმავდა - ემანუელ მაკრონი
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული მევლუდ ლაღოშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
- 30%-იანი ქეშბექი Petlas-ის საბურავებზე - შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“
- „თეგეტა“ გარემოსდაცვით ღონისძიებას - „დედამიწის დღე 2024-ს“ შეუერთდა
- „თეგეტა მოტორსში“ Energizer-ის ბრენდის აკუმულატორებზე სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა