ანზორ ქოქოლაძე: რაც უფრო მალე დაბრუნდება წართმეული ბიზნესები, მით უფრო მალე გამყარდება ლარი!

საქართველო, თბილისი - 11:38 | 12.10.2015
ნანახია: 1876

საქართველოს მთავარი პროკურატურის, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ახალ დეპარტამენტში იმ პირთა დაკითხვები დაიწყო, ვინც „ელიტ ელექტრონიქსის“ კანონიერ მესაკუთრეზე წართმევის პროცესში მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, ანზორ ქოქოლაძის განცხადებით, ძველი ხელისუფლების პირობებში „თიბისი“ ბანკის ხელმძღვანელობამ, ნაციონალური ხელისუფლების მაღალჩინოსნებისა და დავით კეზერაშვილის მონაწილეობით, სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერით, უკანონოდ, 116 358 ლარად დაისაკუთრა 80 მილიონად შეფასებული „ელიტ ელექტრონიქსი“ და შემდეგ სიმბოლურ ფასად გადაუფორმა დავით კეზერაშვილის კომპანიებს, რომელიც ჯერ კიდევ მათ მმართველობაშია. 2010 წლიდან დღემდე როგორც ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებში, ასევე სტრასბურგში მიმდინარეობს სამართლებრივი პროცესები. „ელიტ ელექტრონიქსის“ უკანონო მითვისებასთან დაკავშირებით.

რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული პროცესები და მალე დაბრუნდება წართმეული ბიზნესები, მით უფრო მალე გამყარდება ლარი, რადგან საქართველოდან 2012 წლის შემდეგ ყოველწლიურად 1,2- 1,3 მილიარდი დოლარი გადის, აქედან 70% სწორედ იმ წართმეული ბიზნესებიდან, რომელთაც დღესაც ოფშორებს ამოფარებული ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ფლობენ. ისინი ცდილობენ, სანამ მოხდება სამართლიანობის აღდგენა, მოასწრონ, ამოიღონ ბიზნესიდან რაც შეიძლება მეტი, გაიტანონ საქართველოდან და გაათეთრონ, რაც გარე ფაქტორებთან ერთად ლარის გაუფასურების ყველაზე მთავარი გამომწვევი მიზეზია. ამიტომ, რაც უფრო დაჩქარდება დაწყებული გამოძიება, დროულად მოხდება წართმეული ბიზნესების რეალურ მესაკუთრეებზე დაბრუნება, მით უფრო მალე აისახება საქართველოს ეკონომიკაზე და მით მალე გამყარდება ლარი,“ - აცხადებს ანზორ ქოქოლაძე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე